თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი ედრიენ უოტსონი პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ არაფერი გვინახავს ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტი დუდას წინასწარ შეფასებებს, რომ ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგია, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთში ჩამოვარდა“, – ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საბოლოო დასკვნებს წინ არ გაუსწრებს და სრულად უცხადებს ნდობას პოლონეთს, რომელიც ამ ინციდენტს იძიებს.