მელია და ხაბეიშვილი ორივე არის უღირებულებო, ტოქსიკური, სრულიად მიუღებელი ჩემთვის, ამ ორ პირს უკავშირდება ჩემი გამიჯვნა, ჩამოშორება პარტიას და საჯარო აქტივობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ პირადი ინტერესი მკარნახობს მათ მიუღებლობას.- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, მარიკა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ მექნებოდა რეაქცია იმის მიხედვით, ვინ და რა ღირებულებების მქონე პირი დასახელდებოდა ენმ თავმჯდომარეობის კანდიდატად. რადგან ახლა ვნახე, რომ დასახელდა პირი, რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, პარტიიდან წასვლა და პარტიაში დაბრუნება-გამოვაჭრება, ყალბი პათოსი, მატერიალური და არამატერიალური სიხარბე, განათლების დეფიციტი, და კიდევ უამრავი თვისება, რომელიც პოლიტიკაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს, არა თუ პარტიის ლიდერს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, რასაკვირველია, დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ ამ ჩამონათვალზე კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები და მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ს, ჩემი ფეისბუქსტატუსი მიიღეთ ოფიციალურ განცხადებად:
1. ვტოვებ პარტია ენმ-ს.
2. ვტოვებ ენმ პოლიტსაბჭოს.
3. ვტოვებ ენმ ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციას.
4. ვტოვებ ენმ ქალთა ორგანიზაციის საბჭოს.
ვარსკვლავებს და თანავარსკვლავედს ებარებოდეთ, ჩემზე არ იდარდოთ
პ.ს. დიდი ბოდიში მანამდე დასახელებულ კანდიდატებთან, ცხადია მატერიალურ- ინფრასტრუქტურული რესურსი ორ კანდიდატთანაა თავმოყრილი,(ჩემთვის ორივე კატასტროფაა) მრავალფეროვნებაც ანტურაჟისთვისაა, რეალურად კი ეს მასკარადი უკავშირდება გავლენის მოპოვებას- ვინ დაწერს 2024 სიებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიშა თავის თავს თვითონ გამოიხსნის, ყალბი გულშემატკივრების დახმარების გარეშე
#თავისუფლებამიშას!
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა:
ნუ გამოიყენებთ ჩემს ფბ სტატუსებს თქვენი სასურველი კანდიდატების სასარგებლოდ, ცუდი საქციელია. მელია და ხაბეიშვილი ორივე არის უღირებულებო, ტოქსიკური, სრულიად მიუღებელი ჩემთვის, ამ ორ პირს უკავშირდება ჩემი გამიჯვნა, ჩამოშორება პარტიას და საჯარო აქტივობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ პირადი ინტერესი მკარნახობს მათ მიუღებლობას. სამასხარაოდ გადაქცეულ პარტიაში აღარაფერი მესაქმება, ქოცებს დავცინით და რავი რა გახდა ამხელა პარტიაში ერთი ინგლისურის მცოდნე კანდიდატის წარდგენა ” – წერს მარიკა დათუკიშვილი.
შეგახსენებთ, 2022 წლის 9 ნოემბერს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, “ნაცმოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა, პარტიის თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
საკრებულოს წევრის განცხადებას არაერთგვარი რეაქციები მოჰყვა. “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატიც დასახელდა. მათ შორის იყო მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
თუმცა, დეპუტატმა 2022 წლის 10 ნოემბერს გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებდა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობას. ზუსტად 6 დღის შემდეგ კი პოზიცია შეცვალა და პარტიის სათავო ოფისში, მაშინ როდესაც პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ქვეყანაში არ იმყოფება, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელშია, განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.