პასპორტების გლობალურ ინდექსში, რომელსაც საკონსლუტაციო კომპანია Arton Capital-ი ადგენს, საქართველოს პოზიციები მკვეთრად გაუმჯობესდა.
ვებგვერდ Passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოში შეუძლიათ, 35 ქვეყანაში მათთვის ვიზა გაიცემა საზღვარზე, 106 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ვიზაა საჭირო.
მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს პასპორტის მობილურობის ინდექსი 90 ქულას შეადგენს, ხოლო ქვეყანამ ინდივიდუალურ რეიტინგში 47-ე ადგილი დაიკავა.
რეიტინგში ლიდერობენ იაპონია და ახალი ზელანდია. შეერთებული შტატების პასპორტი კი, რომელიც ტრადიციულად წამყვან პოზიციებს იკავებს, 52-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
წყარო: ghn.ge