შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა.
გუტიერეშის განცხადებით, გაერო სრულად ემხრობა რუსეთიდან სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დარჩენილი დაბრკოლებების აღმოფხვრას.
კიევმა და მოსკოვმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას გაერო-ს და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს მოაწერეს ხელი.