კრემლის წიგნიდან ამონაწერს მაგონებს – დეგნანი კობახიძეს და “ხალხის ძალას” პასუხობს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.

“ეს ნამდვიალდ მაგონებს კრემლის სახელმწიფო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერსებში. მე, ჩემი პირადი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება. ჩემთვის ძალიან დამაბნეველია ის ფაქტი, რომ ასეთი დამოკიდებულებაა სამოქააქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ, იმიტომ, რომ ბევრმა მმართველმა პარტიის წევრმა საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში დაიწყეს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ დაფინანსებას ამერიკიდან არასამტავრობოები იღებენ და მათ უნდა იდარდონ ამის თაობაზე.