სალომე სამადაშვილი: ღარიბაშვილი ოდესღაც ბერა ივანიშვილის გართობაში იღებდა ფულს, ახლა უხდიან ხელფასს იმაში, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერქვას

ღარიბაშვილს ოდესღაც ერქვა ბერა ივანიშვილის ასისტენტი და ამაში იღებდა ფულს, რომ გაერთო ბერა ივანიშვილი და ივანიშვილის დავალებით ვიღაცას მივარდნოდა, შეეშინებინა. ახლა მას უხდიან ხელფასს იმაში, რომ  ერქვას ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი _ ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

 

“ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საერთოდ არაფერი საერთო არა აქვს სახელმწიფოსთან, არც სახელმწიფო ინტერესებთან და არც ამ ქვეყნის მომავალთან. ეს არის პრივატიზირებული ხელისუფლება, ოლიგარქიული რეჟიმის მიერ დაქირავებული ხალხი. ღარიბაშვილს ოდესღაც ერქვა ბერა ივანიშვილის ასისტენტი და ამაში იღებდა ფულს, რომ გაერთო ბერა ივანიშვილი და ივანიშვილის დავალებით ვიღაცას მივარდნოდა, შეეშინებინა. ახლა მას უხდიან ხელფასს იმაში, რომ  ერქვას ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი, მაგრამ ის ხომ არ არის ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ღარიბაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი და ნახეთ რას ამბობს რეალურად “ქართული ოცნება”, რომ არ არსებობს სახელმწიფო და არც ევროპული მომავალი, არსებობს ივანიშვილი და მისი პირადი ინტერესები”_ აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.