უყრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება

ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი-ნიუსთან“ ინტერვიუში უყრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გავრილოვმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის, ეს ომის დასრულდება“, – თქვა ვლადიმირ გავრილოვმა.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, უყრაინული ძალები ყირიმშიც შევიდნენ.

კითხვაზე, როდის დაიწყება მოლაპარაკებები, გავრილოვი აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც რუსები მზად იქნებია, დატოვონ უყრაინის ტერიტორია.

მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი შესაძლოა, რაიმე მასშტაბური მოვლენის გამო, ე.წ. შავი გედის თეორიის წინაშე აღმოჩნდეს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, რაც შესაძლებლობას მისცემს უყრაინას, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს ყირიმში, თუნდაც დეკემბრის მიწურულისთვის. რა შეიძლება იყოს ასეთი მასშტაბური მოვლენა, მინისტრი აღნიშნავს, რომ პუტინის გაუჩინარება.