ბაჩო დოლიძე: ჩვენს პარტიას თუკი სადმე აქვს პრობლემა, ეს არის უპასუხისმგებლობა იმ პირების მხრიდან, რომლებიც მოწინავე პოზიციებს იკავებენ

დღევანდელ დღეს ჩვენს პარტიას თუკი სადმე აქვს პრობლემა, ეს არის ის, რომ სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მეგობარი, რომელიც მოწინავე პოზიციებს იკავებს, გათვითცნობიერებული არ აქვს პასუხისმგებლობა და ბოლო დღეების განმავლობაში მესმოდა მცდელობა ერთ ადამიანზე ამ ყველაფრის გადაბრალების, რაც არასწორია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა თავისუფალია საკუთარი პოზიციების გამოხატვაში, ისევე როგორც მოქმედებებში.

„საერთოდ, ჩართული რომ არ ვიყო პროცესში, როდესაც ვარ გუნდის წევრი, თან მაღალ პოზიციას როდესაც ვიკავებ, ენა არ მომიბრუნდება ამ ყველაფერზე ვისაუბრო. თუმცაღა, აბსოლუტურად ყველანი თავისუფლები ვართ ჩვენი პოზიციების გამოხატვაში, ასევე ჩვენ მოქმედებებში. ასე, რომ ახლა კანდიდატებს წარმატებებს ვუსურვებ, ჯერი ახლა სამუშაო ჯგუფზეა“, – აღნიშნა დოლიძემ.