ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უყრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უყრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის.

ამის შესახებ კანცლერმა ბადენ-ვიურტემბერგში გამართულ სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოლაფ შოლცის თქმით, არავის შეუძლია “სხვისი მიწის დასაკუთრება”.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ დამპყრობლური პოლიტიკის გამო, რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე იზოლაციაში აღმოჩნდა.