“მასტერშეფის” მერვე სეზონის გამარჯვებული ნინო ვარშანიძე გახდა.
საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, “მასტერშეფის” მერვე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული ნინო ვარშანიძემ მოიპოვა.
გამარჯვებული დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა.
– “მასტერშეფის” ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ ლუკა თოდუა და ნიკუშა მანაგაძე.
ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს – “მასტერშეფის“ მერვე სეზონი საქართველოს პირველ არხზე 25 სექტემბერს დაიწყო.
წყარო: 1tv.ge