ევროკომისიამ უყრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, დამატებით კიდევ 2.5 მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკომისია გასცემს დამატებით 2.5 მილიარდ ევროს უკრაინისთვის. ჩვენ ვგეგმავთ 2023 წლისთვის, 18 მილიარდი ევროს ეტაპობრივ გაცემას, დაუყოვნებლივი რემონტისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც წარმატებულ რეკონსტრუქციამდე მიგვიყვანს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, – წერს ფონ დერ ლაიენი.