GORBI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება

გორბის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება – ამის შესახებ გორბის კვლევისა და ანალიზის დირექტორმა ლუსი ფლინმა კვლევის შედეგების გაცნობისას „ღია ეთერში“ ისაუბრა.

„საქართველოში გამოკითხულთა დაახლოებით 63% თვლის, რომ ქვეყანაში ცხოვრება 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, რაც უფრო პოზიტიურ პერსპექტივას წარმოადგენს, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელშიც ეს კვლევა ჩატარდა. შედერებისთვის, ამერიკაში გამოკითხულთა მხოლოდ 28% და რუსეთში გამოკითხულთა 37% იზიარებს ამ განწყობას, რაც ალბათ გასაკვირი არ არის, რადგან ვერცერთმა ვერ შეძლო ეპიდემიის კონტროლი თავის ქვეყანაში“ – ამბობს ლუსი ფლინი.

მისი თქმით, რესპონდენტები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები ნაკლებად უჩივიან კრიზისის შედეგად შინამეურნეობის შემოსავლების შემცირებას. თუმცა, ეს ორივე ჯგუფი გარკვეულწილად ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ცხოვრება დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

ოდნავ მეტმა რესპონდენტმა, რომლებიც სოფელში ცხოვრობს და უფრო მეტმა რესპოდენტმა, რომელთაც არ აქვთ უმაღლესი განათლება განაცხადეს რომ მათი შინამეურნეობების შემოსავალი შემცირდა კრიზისის შედეგად, თუმცა ისინი ცოტა უფრო მეტად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედოვნებენ რომ 2020 წლის ბოლოსთვის ცხოვრება დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

რამოდენიმე კონტინენტის 18 ქვეყანაში კვლევა „გელაპ ინთერნეიშენალმა“ ჩაატარა. ამ პროექტის ფარგლებში, „გორბიმ“ ჩაატარა საქართველოს მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევა სატელეფონო პანელის გამოყენებით. სულ გამოიკითხა 1003 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა 7-12 ივნისს და კვლევის დასაშვები ცდომილება 2.5%-ს წარმოადგენს.

წყარო: imedinews.ge