ხატია დეკანოიძე: ჩემთვის “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობა ცოტა სხვა რამეა, ერთ დროს მას მსოფლიო დონის პოლიტიკოსი სააკაშვილი ხელმძღვანელობდა

ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე , ცოტა სხვა რამეა, რადგან ერთ დროს მას ხელმძღვანელობდა მსოფლიო დონის პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ “ტვპირველის” ეთერში ისაუბრა.

“ნაციონალური მოძრაობა” ბევრი ადამიანისთვის არის იდეა და რა თქმა უნდა, ის რომ დღეს, ჩვენი პარტიის გარშემო კვლავ არის გაურკვეველი მოქალაქეებისთვის, ხშირ შემთხვევაში დამაბნეველი და მე ნამდვილად ვერ გავიზიარებ ორივე მხარის კამპანიის ოპტიმიზმს, რომ აქედან შეიძლება ყველაფერი რაღაც საუკეთესო გამოდნეს. ეს პროცესი ჩემთვის არის უსიამოვნო და არ მომწონს. მიუხედავად ამისა, მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, თუ ვის მივცემ ხმას, იმიტომ რომ ჩემთვის პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც იყო ერთ დროს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ჰქონდა იმ პოლიტიკოსის წონა, რომელზედაც საუბრობდა მთელი მსოფლიო და 2013 წელს მას კიდეც უთხრეს, ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, რომ ის ნამდვილად ჯორჯ ვაშინგტონს შეიძლება შევადაროთ. სწორედ შაჰინმა უთხრა, რომ ასე უნდა დარჩეს ისტორიას. ამიტომ, ჩემთვის ამ პარტიის თავმჯდომარე ცოტა სხვა რამეა”_ განაცხადა ხატია დეკანოიძემ.