„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, სააკაშვილის გასათავისუფლებლად ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო მანდატები უნდა დატოვონ და ხელისუფლება უნდა შეცვალონ.
„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, წამების მსხვერპლი და ჩვენ ახლა ვუყურებთ მისი განზრახ მკვლელობის პროცესს. პირადად პუტინი წყვეტს სააკაშვილის გაშვება-არგაშვების ბედს. თუ გავითვალისწინებთ, თუ რამდენად დიდი დაჯახებაა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი მას გაუშვებს, რადგან მსოფლიო უკვე მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება არა შიდაპარტიული არჩევნები, არამედ ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვება“, – განაცხადა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.