კავკასიის რეგიონში დადებით როლს ასრულებს სომხეთის მთავრობისა და სხვა მონაწილეების ძალისხმევა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, საზღვრების დაკანონებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით. ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მდივანმა, სტანისლავ ზასმა, ერევანში, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა, თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოს მდივნების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
სტანისლავ ზასის თქმით, უკვე შეთანხმებულია კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი სომხეთისთვის დახმარების გაწევის მიზნით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ.
„კავკასიის რეგიონში დადებით როლს ასრულებს სომხეთის მთავრობისა და სხვა მონაწილეების ძალისხმევა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, საზღვრების დაკანონებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით. ამასთან, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა რჩება. ინფორმაცია, რომელსაც კრიზისული რეაგირების ცენტრის მეშვეობით ვიღებთ, ადასტურებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები თითქმის ყოველდღიურად ხდება. კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სამი რიგგარეშე სხდომა მიეძღვნა დისკუსიას სომხეთისთვის არსებული საფრთხეებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მაისში, სექტემბერსა და ოქტომბერში“, – განაცხადა სტანისლავ ზასმა.
1ტვ, ავტორი – გივი ბარამიძე