რობერტ რედფილდი: სკოლების დახურვა ბავშვების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სკოლების გახსნა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, აშშ-ში სკოლები უნდა გაიხსნას. მისი თქმით, თუ სკოლები დახურული დარჩება, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხე იქნება.

“არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენი სკოლები გაიხსნას. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანს ბავშვებს. სკოლების დახურვა ბავშვების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სკოლების გახსნა” – განაცხადა რობერტ რედფილდმა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ვირუსი ბავშვების უმეტესი ნაწილისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.

“ვფიქრობ არ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც არ აღიარებს იმ რეალობას, რომ ეს ვირუსი შედარებით უსაფრთხოა 20 წლამდე ასაკის პირებისათვის. თუმცა, ამ პროცესში ამგვარი ჯგიფების შიგნით მ ოწყვლადი კატეგორია უნდა დავ იცვათ” – აღნიშნა მან.

რედფილდმა აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი შტატებთან და ადგილობრივ იურისდიქციებთან ითანამშრომლებს, რათა სკოლებმა შეძლონ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სკოლის გახსნასთან დაკავშირებით გაიდლაინების დაცვა.

წყარო: imedinews.ge