რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერევანში ჩავიდა. პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ სესიას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს.
აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტს სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი დახვდა.
23 ნოემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა. სესიაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერები. წევრები განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად შედეგებს. მნიშვნელოვანი საკითხი იქნება კრიზისებზე რეაგირების სისტემის გაუმჯობესება და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებები.