ოზურგეთში მ.კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

მოქალაქეებისთვის მიცემული დაპირება სრულდება! ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, მ.კოსტავას  ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება!

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი გამოაცხადა.


პროექტი ითვალისწინებს:

სავალი ნაწილის რეკონსტრუქციას, ახალი ასფალტბეტონის საფარის მოწყობას, სანიაღვრე სისტემის, ტროტუარების, ველობილიკებისა და გაზონების მოწყობას, ქუჩის ელმომარაგების ქსელისა და გამრიცხველიანების რეაბილიტაციას და განახლებას.