რომან გოცირიძე სუსის ანგარიშზე: გვექნება კითხვა რუსეთის აგენტურის მომრავლებაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში დღევანდელი ანგარიშის განხილვას დაესწრებიან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო წელიწადს არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი.

 

„დავესწრებით ამ განხილვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო წელიწადს არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი. ვიცით რა, რომ სუსი, პროკურატურა, მთელი ძალოვანი სტრუქტურები არიან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ასე ვთქვათ ძალოვანი წევრები.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ სუსმა შეასრულოს საკუთარი პირადი მოვალეობა და ებრძოლოს ქვეყნის მტრებს და ნუ ებრძვის პოლიტიკურ ოპოზიციას. გარდა ამისა, გვექნება ბევრი კითხვა თუნდაც მრავალ გამოუძიებელ საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის აგენტურის მომრავლებაზე, აკეთებენ თუ არა რაიმეს და საერთოდ 8 წლის განმავლობაში თუნდაც ერთი დამნაშავე გამოუვლენიათ თუ არა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტის განხილვა დღეს სამი კომიტეტის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

“იმედი”