დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი კიევში ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი კიევში უყრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება იტყობინება, რომ ლონდონი 3 მილიონ ფუნტს გამოყოფს უყრაინაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ასევე 5 მილიონ ფუნტს – ღარიბ ქვეყნებში უყრაინული მარცვლეულის მიწოდებისთვის.

ამასთან, როგორც ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელებში წერს, „ჩვენთვის ამ გადამწყვეტ დროს დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით არის“.

„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამას. მადლობა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის ვიზიტისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.