მოსკოვი უყრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებას, რომ კიევს ყირიმის “არასამხედრო გზით” აღების სურვილი აქვს, განიხილავს, როგორც დისკუსიას რუსეთის ტერიტორიის გასხვისების შესახებ, რაც გამორიცხულია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ტერიტორიის თემის განხილვა. ეს გამორიცხულია“, – განაცხადა პესკოვმა, ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას.
„ასეთი სპეკულაციები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უკრაინული მხარე მზად არაა, არ სურს და არ აქვს უნარი პრობლემა არასამხედრო მეთოდებით გადაჭრას“, – დასძინა პესკოვმა.
მისი თქმით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ „აბსოლუტურად არასწორად“ წარმოაჩინა ამ განცხადების არსი, თითქოს, პლეზიდენტი ზელენსკი მზადაა ამ საკითხის არა სამხედრო გზით, არამედ, სამშვიდობო მოლაპარაკებების საშუალებით გადასაჭრელად.
„ეს აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა. უკრაინის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ უკრაინამ ყირიმი ძალით უნდა დაიბრუნოს. დე ფაქტო უკრაინას ამაზე უარს არ უთქვამს“, – აღნიშნა პესკოვმა.