უყრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში ჩატარებული ჩხრეკისას, სასულიერო პირების “პრორუსული პროპაგანდის” წარმოებასთან კავშირის ნიშნები აღმოაჩინეს. ინფორმაციას უყრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით არის აღძრული.
უყრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეპარქიის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილია ეპარქიის ხელმძღვანელობის მოსკოველ კურატორებთან მიმოწერა, რომელიც შეიცავდა ლიტურგიის ჩატარების ინსტრუქციებს. ინსტრუქციების თანახმად, სასულიერო პირებს ევალებოდათ მრევლთან რუსეთის შეიარაღებული აგრესიის უარყოფა, მათ მოსკოვის ეკლესიის შევიწროებაზე უნდა ესაუბრათ.
უყრაინული სპეცსამსახურების ცნობით, აღმოჩენილია, ასევე კრემლის მხარდაჭერილი ლიტერატურის საწყობები და უყრაინის წინააღმდეგ მებრძოლ პირთა დოკუმენტების ციფრული ასლები.
მიმდინარე კვირას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის პეჩერის ლავრაშიც ჩაატარა ჩხრეკა.