გურჯაანში, ხანძრის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან სახლზე იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ქალის გამოყვანა ვერ შეძლეს.
მთლიანად განადგურებულია შენობა და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროენერგიის გაუმართაობამ გამოიწვია.