ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, ავსტრიაში რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ.
ავსტრიაში რკინიგზის თანამშრომლებმა ერთი დღით გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცულები ხელფასების 400 ევროთი გაზრდას ითხოვენ.
პროფკავშირებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 28 ნოემბერს მატარებლების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. გაფიცვა შეეხება ასევე იმ მატარებლებს, რომლებიც გერმანიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით გადაადგილდებიან.
ავსტრიის რკინიგზის თანამშრომლები ითხოვენ, მათი ანაზღაურება 12%-ით გაიზარდოს, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ თანახმაა, ხელფასი 8,4%-ით გაიზარდოს.
წყარო: itv.ge