ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, აქციის მონაწილეები სი ძინ-პინის გადადგომას ითხოვენ.
ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციები პეკინში, შანხაიში და რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმართა.
საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების სკანდირებდნენ, „არ გვინდა მეტი ტესტი და ლოქდაუნი“, „სი ძინპინ, წადი“. პოლიციამ დემონსტრანტების ნაწილი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.
ჩინეთში “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
ამის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში კოვიდშემთხვევების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
წყარო: newposts.ge