ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა ან დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება აღიარებული

ევროკავშირის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ან მათი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება აღიარებული.

დღემდე სისხლის სამართლის დანაშაულთა სიაში ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა, ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, კიბერდანაშაული და ორგანიზებული დანაშაული შედიოდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას კენჭი ევროპარლამენტშიც უნდა უყარონ.