ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ქვაბღასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მერსედესის მარკის ავტომობილი, რომლითაც ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა.
ექიმების თქმით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ის ქუთაისში გადაიყვანეს. დანარჩენები კი ჩოხატაურის კლინიკებში გადაანაწილეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
“იმედინიუსი”