მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შიმშილით მეტი ადამიანი დაიხოცება, ვიდრე კორონავირუსით

კორონავირუსის “პანდემიით” გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი ბევრად უფრო საშიშია ადამიანებისათვის, ვიდრე თავად ვირუსი. გაეროს შემდეგ, რომელმაც აპრილში “ბიბლიური მასშტაბის შიმშილზე” გააფრთხილა საზოგადოება, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam გამოდის ახალი გაფრთხილებებით.

შიმშილი, პირველ რიგში, ემუქრება იემენის, კონგოს, ავღანეთის, ვენესუელას, ბურკინა-ფასოს, ეთიოპიის, სუდანის, სირიისა და ჰაიტის მოსახლეობას. მაგრამ ომებითა და არასტაბილობით დიდი ხნის მანძილზე გაწამებული ამ ქვეყნების გარდა, საკვების ნაკლებობას უკვე ისეთ შედარებით კარგი ცხოვრების დონის მქონე ქვეყნებშიც განიცდიან, როგორებიცაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბრაზილია და ინდოეთი.

2019 წელს, სპეციალისტების შეფასებით, დედამიწის მასშტაბით, 821 მილიონი ადამიანი განიცდიდა საკვების ნაკლებობას, მათგან 149 მილიონი – შიმშილობდა.

შედარებისთვის: კორონავირუს “19”-ით მსოფლიოში დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი დაავადდა, მათგან თითქმის 550 ათასია გარდაცვლილი (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები). როგორც ვხედავთ, შიმშილით მოცულ ადამიანებთან შედარებით 7-8 თვის მანძილზე, ვირუსმა ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობა მოიცვა.

საინტერესოა, რომ “კოვიდ 19”-ით ევროპაში ყველაზე მეტად არა იტალია და ესპანეთი, არამედ დიდი ბრიტანეთი დაზარალდა – 288,5 ათასი დაავადებული (მე-7 ადგილი მსოფლიოში) და 44,6 ათასი გარდაცვლილი (მე-3 ადგილი მსოფლიოში).