,,შტურმი ეკლესიაზე, საქართველოზე, მშვიდობაზე და ამ ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე არ გაუვა არავის, მარტივი ამბავია,’’ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
,,საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუვა არცერთ პარტიას და ნაცმოძრაობა ვინ არის, რომ მაინცდამაინც ნაცმოძრაობას გაუვიდეს. როდესაც ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან სტაბილურობას, ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკას და საკუთარი ქვეყნის ომში ჩართვა სურთ, ყველა არგუმენტი დადასტურდა უკვე, ეს ნაცმოძრაობას არ გაუვა და თავად გახდება მსხვერპლი ამ თვისი მავნებლური პიარკამპანიის. წლების განმავლობაში, ეს ხალხი ალაგებდა ნარატივს, რომ ეკლესიის და რწმენის პატივისცემა არ არის თავსებადი განვითარებასთან და პროგრესთან.
ყველაზე მავნებლობა, რაც კი შეიძლება ჩაიდინოს, ჯგუფმა, პარტიამ, ტელევიზიამ, მასმედიამ თუ ა.შ. არის ის, რომ ამტკიცო, თითქოს პროგრესი და განვითარება არ არის თავსებადი ეკლესიურობასთან, რწმენასთან, შენი ქვეყნის საპატრიარქოს პატივისცემასთან და ა.შ. პირიქით, განათლება, პროგრესი, შენი გუშინდელი დღის, შენი ინსტიტუტების, მათ შორის, განსაკუთრებით, შენი ეკლესიის პატივისცემა, თავსებადი რამეა. შენ, გუშინდელ დღეს და წარსულს და მთავარ საფუძველს შენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, თუ პატივი არ ეცი, წინ ვერ გაიხედავ სწორად. ეგ არის სიმართლე. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, პოსტი დადო, თავისი აზრი გამოთქვა, სწორი თან, რომ სიძულვილი შობს აგრესიას და დაგმო ქალთა მიმართ ძალადობა. თავის ხედვა წარმოადგინა, გააკრიტიკა ზოგიერთი მედია საშუალება და რა თავდასხმა მოუწყვეს, პირდაპირი შტურმი. შემდეგ, საპატრიარქოს განცხადება იყო, ამაზეც შტურმი მიიტანეს. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუვა არავის ამაში ვერ დარწმუნდნენ. ვერ მიხვდნენ,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.