“შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს”.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა:„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სავარაუდოდ, ელექტროსიგარეტის დიდი ოდენობით მოხმარებამ გამოიწვია“.
„კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, მე, როგორც არაექიმს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.