სუს-ი: “2019 წელს საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა”

2019 წლის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ პარლამენტარებისთვის უწყების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ჩვენს ქვეყანაში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა. ასევე, არ გამოვლენილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების განმავლობაში მიღებულმა ზომებმა, მათ შორის, გადამბირებლებისა და ტერორიზმის მხარდამჭერი პირების დაკავებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დღეისათვის ამ მხრივ ქვეყანაში არსებული კონტროლირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

 

“იმედინიუსი”