აშშ უყრაინას ელექტროენერგიის აღსადგენად $53 მილიონს გამოუყოფს

ელექტროგადამცემი ქსელის აღჭურვილობის შესაძენად აშშ უკრაინას $53 მილიონს გამოუყოფს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დახმარების პაკეტში შედის სადისტრიბუციო ტრანსფორმატორები, ამომრთველები, დენის დამჭერები და სხვა.

“ეს აღჭურვილობა სასწრაფოდ გადაეცემა უკრაინას, რათა მათ ზამთარში გადარჩენაში დავეხმაროთ”, — ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.