ანრი ოხანაშვილი – ჩვენ ვგრძნობთ გერმანიის პოლიტიკური გუნდის ძალიან დიდ მხარდაჭერას.
გერმანიაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მყოფი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის, განცხადებით, გერმანულ-ქართული თანამშრომლობა და ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე “სულ სხვა” ნიშნულზეა.
– “ფაქტია, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგები ერთხმად აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ყველას კარგად მოეხსენება, თუ რაოდენ დიდია გერმანიის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.
მაშინ, როდესაც გერმანიას ევროკავშირის ფარგლებში აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ხმა და საკმაოდ დიდი პოლიტიკური წონა. გერმანიას, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით დიდი გამოცდილების ქვეყანას, ძალიან პოზიტიური როლის მოხდენა შეუძლია იმ გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც უნდა იყოს მიღებული ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით” – განაცხადა ოხანაშვილმა.
წყარო: newposts.ge