ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილზე პირველ რიგში კონკრეტული და საგრძნობი ზეწოლა იმოქმედებს

ბიძინა ივანიშვილზე პირველ რიგში, ძალიან კონკრეტული და საგრძნობი ზეწოლა იმოქმედებს – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

“ის რომ ივანიშვილი ამ ყველაფეrს გამიზნულად აკეთებდა, ამას ბევრი მსჯელობა არ უნდა და ის, რომ რამე იმოქმედებს თავად ივანიშვილზე გარდა ძალიან კონკრეტული და საგრძნობი ზეწოლისა, რომელიც გარედან უნდა იყოს პირველ რიგში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. დასკვნაში პირდაპირ წერია, ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი) შევიდა ჯანმრთელი და დღეს არის საფრთხე კომის და სიკვდილის. ანუ ამ სიტყვების გაგონება ამ დოკუმენტში, პლუს წაკითხვა დიაგნოზების წარმოუდგენლად საგანგაშოა, იმიტომ რომ ამას ექიმები წერენ, ეს არ არის ვიღაცის შეფასებები. გამომდინარე აქედან, ივანიშვილთან ყველაფერი გასაგებია, სამუშაოა, რა თქმა უნდა ზეწოლაზე. მიხარია რომ ოჯახმა კომპანია დაიქირავა, იმიტომ რომ ნამდვილად საჭიროა მწყობრი მუშაობა, რომ ამ ტიპის უსამართლო, უნამუსო ხელისუფლებაზე ზეწოლა განხორციელდეს”, – აღნიშნა “ტვ პირველის” ეთერში ელენე ხოშტარიამ.