პარლამენტმა კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” მესამე მოსმენით მიიღო.

პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონპროექტი მესამედ განიხილა და 75 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. პროექტის მიხედვით, მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაწესდება. პროექტი რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას საკანონმდებლო დონეზე ითვალისწინებს.

რეფერენტული ფასი ითვალისწინებს მედიკამენტების ფასზე იმ ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაწესებას, რომლის ზემოთაც ბაზარზე მედიკამენტის რეალიზაცია დასაშვები არ იქნება. რეფერენტული ფასის მექანიზმი 36 ქვეყანაშია დანერგილი. როგორც ჯანმრთელობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, აღნიშნა რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე დაახლოებით 1000-1200 მედიკამენტს შეეხება.

ცვლილებები საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებასთან და საქართველოს ნაციონალური GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც ეხება. პროექტის მიხედვით, GMP და GDP სერტიფიკატების უქონლობის შემთხვევებში საჯარიმო სანქციები დაწესდება.

წყარო: newposts.ge