კონსტანტინე მიქაუტაძემ „მონპელიე“ დატოვა

კონსტანტინე მიქაუტაძემ „მონპელიე“ დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Montpellier Herault Rugby ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა და როგორც ჩანს, მისი გახანგრძლივების თაობაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან გუნდმა ის ახალი სეზონისთვის 39-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

მიქაუტაძე „მონპელიეში“ 2016 წელს „ტულონიდან“ გადავიდა და მას შემდეგ გამართულ 53 შეხვედრაში ერთი ლელო დადო.

რომელ კლუბში განაგრძობს კარიერას საქართველოს ნაკრების შერკინების მეორე ხაზის მოთამაშე, უახლოეს მომავალში გაირკვევა.