მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორს სარაკეტო იერიშზე დაბომბვით უპასუხა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელმა მოძრაობა „ჰამასის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა და გვირაბები მას შემდეგ დაბომბა, რაც ღაზას სექტორმა მათზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ,,ჰამასის” ერთ-ერთი სამხედრო ფრთის განცხადებით, არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ავიაციას საზენიტო ცეცხლი გაუხსნეს და თვითმფრინავებს „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტები ესროლეს.
მომხდართა შედეგად მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
წყარო: 1tv.ge