რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დიაგილევოსა და ენგელსის აეროდრომებზე აფეთქებები უყრაინული უპილოტო აპარატების საშუალებით განხორციელდა.მათივე ცნობით, საუბარია საბჭოთა წარმოების აპარატებზე, თუმცა მოდელი დაზუსტებული არ არის.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დიაგილევოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაღუპულია სამი და დაშავებულია ოთხი სამხედრო. ენგელსზე თავდასხმისას კი, ორი თვითმფრინავის კორპუსის ზედაპირი დაზიანდა.