კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე აია-სოფიას მუზეუმის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს:
„ეს გადაწყვეტილება ჩვენ ყველას ბევრ რამეს გვასწავლის. ახლა ორივე ფეხზე მყარად უნდა ვიდგეთ. არ არსებობენ ძმები, არ არსებობენ მოკავშირეები და მხარდამჭერები. ეს გვასწავლის, რომ დამოუკიდებლად ვიმუშაოთ და მხოლოდ საკუთარ ფეხზე ვიდგეთ.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად სუსტები ვართ. ჩვენ ვართ გაერთიანებულები, რომელთაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ სირთულეებს. მხარდამჭერად ახლა მხოლოდ ღმერთი უნდა გვყავდეს.
ვგლოვობთ, მაგრამ აია სოფია არასოდეს დაკარგავს თავის ღირებულებას. მე-10 საუკუნეში ის იყო ქრისტიანობის სიმბოლო და მართლმადიდებლობის ცენტრი.
თურქეთმა ისწავლა, როგორ გაანადგუროს ყველაფერი. მათ კარგად ვიცნობთ, საუკუნეების მანძილზე ის ანადგურებდა სხვადასხვა ძეგლებს და ზოგჯერ ამას მათთვის სარგებელიც კი არ მოჰქონდა, მაგრამ შემდეგ როგორც საკუთარ კულტურად ისე წარმოაჩენდა.
თურქები რჩებიან გაუნათლებლებად, არაცივილიზებულ და უკულტურო ერად, ასეთები იყვნენ და ასეთებად დარჩებიან“.
შეგახსენებთ, თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რომ ის მეჩეთად გადააკეთოს.
“პრაიმტაიმი”