ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველების – ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბისა და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი, უნდა მოვემზადოთ“ – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

წყარო: 1tv.ge