ლატვიის მიერ ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ტელეარხი მაუწყებლობას ვერც ლეტვაში შეძლებს

ლატვიის მიერ რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ტელეარხი მაუწყებლობას ვერც ლიეტუვაში შეძლებს. ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ გაავრცელა.

როგორც კომისიაში აცხადებენ, ლატვიის ელექტრონული მედიასაშუალებების ეროვნული საბჭოს მიერ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დღეს ღამით ამოქმედდება.

ლატვიის მიერ გაცემული ლიცენზია აძლევდა უფლებას „დოჟდს“, კონტენტი გაევრცელებინა ევროკავშირში, რუსეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

„ლიცენზიის ანულირების შემდეგ „დოჟდი“ არ იქნება ხელმისაწვდომი ლიეტუვაშიც“, – განაცხადეს ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიაში.