„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი – მიხეილ სააკაშვილი არასრულფასოვნად იკვებება, აქ საუბარი არ არის შიმშილობაზე

მიხეილ სააკაშვილი არასრულფასოვნად იკვებება, აქ საუბარი არ არის შიმშილობაზე, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ძირითადი დაავადება არის იმის გამომწვევი, რომ სრულფასოვნად საკვების მიღება არ ხდება.

„რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებით, მკურნალმა ექიმმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ. გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულფასოვნად იკვებება ადამიანი, აქ საუბარი არის არა შიმშილობაზე, შიმშილობა, რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული, თორემ შიმშილობის სხვადასხვა პროცედურებია და ეს პროცედურები სხვანაირად ფორმდება ისტორიაში.

ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად იკვებება და ისიც მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევაში, არ იკვებება. ვერ იკვებება ადამიანი, თუ არ იკვებება, ეს არც შეიძლება იყოს დაკავშირებული მის ძირითად დაავადებასთან, ამაზე საუბარი, რომ ძირითადი დაავადება არის გამომწვევი იმისა, რომ არ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება“, – აღნიშნავს ჩხაიძე.