თამარ ჩერგოლეიშვილი: ახლა სააკაშვილის სიკვდილით იმუქრებიან – ნუ ახდენთ ამ ადამიანის დეჰუმანიზაციას და ინსტრუმენტალიზაციას

სააკაშვილის ჩამოსვლით ხომ იმუქრებოდნენ!
ახლა სააკაშვილის სიკვდილით იმუქრებიან.
მაშინებს ეს ხალხი. – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, “ტაბულას” მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ადამიანად არ თვლიან მიშას.
თავისი მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი ჰგონიათ.
სააკაშვილი ბიძინას ჯინაზე კი არ უნდა გადარჩეს, თავისი შვილებისთვის და თავისი ახლობლებისთვის უნდა გადარჩეს.
ნუ ახდენთ ამ ადამიანის დეჰუმანიზაციას და ინსტრუმენტალიზაციას.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.