ბლინკენი – უკრაინისადმი ძლიერმა საერთაშორისო მხარდაჭერამ, შეიძლება გავლენა იქონიოს ჩინეთის დამოკიდებულებაზე ტაივანის მიმართ.
უკრაინისადმი ძლიერმა საერთაშორისო მხარდაჭერამ, შეიძლება გავლენა იქონიოს ჩინეთის დამოკიდებულებაზე ტაივანის მიმართ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში.
– “ჩინეთი ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება იმას, რაც ხდება უკრაინაში, ძალიან ყურადღებით აკვირდება შეერთებული შტატების და მთლიანად მსოფლიოს ქვეყნების რეაქციას რუსეთის მიმართ!” – აღნიშნა ბლინკენმა.
წყარო: ptn.ge