ბაჩანა შენგელიას თეა წულუკიანის წინააღმდეგ განცხადება გენერალურ პროკურატურაში შეაქვს​

შენგელია წულუკიანის წინააღმდეგ – ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში დღეს განცხადება შეაქვს. საგამოძიებო უწყებისგან შენგელია ყველა იმ პირის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს, რომლებიც მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში არიან პასუხისმგებლები. ერთ-ერთი მათგანი კი, ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, თავად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.

საუბარია სასამართლო დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის უფლებამოსილება აღუდგინეს. ის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.

“შემაქვს სარჩელი გენერალურ პროკურატურაში, რომლითაც ვითხოვ იმ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც არ ასრულებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,” – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

 

 

“რუსთავი2”