კობახიძე – 2008 წელს, 2 დღეში ვერავინ დაგვეხმარებოდა შეიარაღებით და ზღაპარია ამაზე საუბარი

კობახიძე – 2008 წელს, 2 დღეში ვერავინ დაგვეხმარებოდა შეიარაღებით და ზღაპარია ამაზე საუბარი.

„2008 წელს ომი 2 დღე გაგრძელდა. 2 დღეში ვერავინ დაგვეხმარებოდა შეიარაღებით და ზღაპარია ამაზე საუბარი“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე,ირაკლი კობახიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

– “ზღაპარია ამაზე საუბარი, ვიღაცები კი სპეკულირებენ. ჩვენთვის არ არის საინტერესო, მთავარი არის, როდესაც ვიღაც მოგიწოდებს მეორე ფრონტისკენ, ამაზე არის საჭირო სათანადო რეაგირება ყველას მხრიდან – ყველამ უნდა დაგმოს ან მინიმუმ თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატოს ნებისმიერი მოწოდების მიმართ, რომელიც საქართველოში უკავშირდება მეორე ფრონტის გახსნას” – განაცხადა კობახიძემ.

წყარო: alt-info.ge