აშშ-ის ბიუჯეტში უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფაა გათვალისწინებული.
აშშ-ის ბიუჯეტში უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფაა გათვალისწინებული – იუწყება CNN-ი.
აშშ-ის ისტორიაში თავდაცვის რეკორდულ ბიუჯეტში სხვა ყველაფერთან ერთად, გათვალისწინებულია უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა, რაც 500 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია 2022 წლის დასაწყისში ითხოვდა.
დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატის 350-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 80 წავიდა.
წყარო: ptn.ge