რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ ზელენსკისთან და ვლადიმირ პუტინთან საუბარს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უყრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ ზელენსკისთან და ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

თურქეთის პრეზიდენტმა TRT World Forum-ის გახსნაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სასურსათო კრიზისის თემას შეეხება.

„კრიტიკული პროდუქტების მიწოდების შეწყვეტამ გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. კვირას მე მექნება საუბარი პუტინთან. ასევე მექნება საუბარი ზელენსკისთან”, – აღნიშნა ერდოღანმა.