„დღეს, 20:00 საათზე კახა კალაძემ დააანონსა ნაძვის ხის ანთება. მანამდე გააკეთეს წარწერა, რომ თბილისი არის მშვიდობის ქალაქი, რაზეც ჩვენ შევქმენით პეტიცია და მივმართეთ მერიას, ანთებამდე მოეშორებინათ ეს წარწერა.- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე თანამოაზრეებთან ერთად იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საახალწლო სლოგანს, რომლის სახელწოდებაა „მშვიდობის ქალაქი“.
ნატა ფერაძის თქმით, ელოდებიან ხალხს და როგორც კი ყველა შეიკრიბება, წრეზე დადგებიან და სლოგანს გადაფარავენ.
„დღეს, 20:00 საათზე კახა კალაძემ დააანონსა ნაძვის ხის ანთება. მანამდე გააკეთეს წარწერა, რომ თბილისი არის მშვიდობის ქალაქი, რაზეც ჩვენ შევქმენით პეტიცია და მივმართეთ მერიას, ანთებამდე მოეშორებინათ ეს წარწერა. რა თქმა უნდა, კალაძემ არ გვიპასუხა და დარჩა წარწერა. დღეს რუსთაველის გამზირიდან მოხსნეს გმირების ფოტოები და გადაიტანეს, მოაშორეს. ანუ, პასუხი იყო, რომ მე არ მაინტერესებს მოსახლეობის აზრი. ნაძვის ხის ანთებას და ახალ წელს ჩვენც ვზეიმობთ, თუმცა რადგან არ გამოჰყვა მოსახლეობის ხმას, ჩვენ მოვიტანეთ ბანერები. ჩვენს ბანერებზე დატანილია კვლევით შეჯერებული მოსახლეობის მესიჯები – „თბილისი სოლიდარობის ქალაქი“ და „თბილისი გმირების დედაქალაქი“. ეს მესიჯი იქნება ორ ენაზე. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ნაძვის ხის ანთებას. არავინ არ თქვას, რომ არ გვინდა ახალი წლის აღნიშვნა. ჩვენ ვზეიმობთ ახალ წელს, უბრალოდ, სოლიდარულები ვართ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. საცობების გამო ხალხი აგვიანებს. როგორც კი შევიკრიბებით, წრეზე დავდგებით და ჩვენი მესიჯით გადავფარავთ იმ წარწერას“, – განაცხადა ნატა ფერაძემ.