ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა დააბრალეს და ახლა სააკაშვილსაც ასეთ ნიადაგს უმზადებენ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ღარიბაშვილმა სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა და ღვთის ანაბარა დატოვა. მანამდე განცხადებები იყო, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებებს იყენებს, ასევე ვისმენთ თავხედობას და ლეტალური შედეგი რომ დადგეს, „ქართულ ოცნებას“ არ შერცხვება. გამოვლენ და იტყვიან – ეს სააკაშვილს ჩვენს წინააღმდეგ დაგეგმილი ჰქონდაო. არადა, ვის უნდა სააკაშვილზე მეტად გადარჩენა?! ფარისევლობის პიკია და რატომ აკეთებენ ამას? – იმიტომ, რომ იქნება რეზოლუცია სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებით და უნდათ, თავიანთი განცხადებებით არ შექმნან მტკიცებულებები, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულები არიან სააკაშვილის დაკავებაში.
ზვიად გამსახურდიას ამბავი არ მოუნელებია ქვეყანას, როდესაც რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს ოპერაცია და დააბრალეს თვითმკვლელობა. ახლა სააკაშვილსაც მოუმზადეს ნიადაგი – საჭმელს არ ჭამს და რა გავაკეთოთო“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.